11 марта

განჯის კარი - დავით გარეჯის საპირწონე თუ?

 დავით გარეჯის სამონასტრო ლავრა საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს . ეს კომპლექსი აერთიანებს 20 ამდე სავანეს,
საიდანაც ჩიჩხიტურის და ბერთუბნის მონასტრებზე პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარეს აქვს, რადგან ისინი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.აზერბაიჯანულ მხარეს მიაჩნია, რომ ეს მონასტრები ალბანური არქიტექტურის ნაწილია და სწორედ მათი ქვეყანაა ამ კულტურის სამართალმემკვიდრე.
      დავა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ რამდენიმე წლის წინ გამძაფრდა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია აზერბაიჯანულ მხარეს გააჩნია მზაობა  ეს მონასტრები დაუბრუნოს ქართულ მხარეს, თუ საქართველო მათ განჯის კარს დაუბრუნებს. განჯის კარი გელათის მონასტრის ეზოშია დაცული და იგი საპატრიარქოს კუთვნილებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია დღემდე უცნობია.
     
(გელათის მონასტერში დაცული განჯის კარები)

Комментариев нет:

Отправить комментарий