14 марта

ჩვენი პროექტი

   
დავასრულეთ პროექტზე: "არა მცოცავ ოკუპაციას!" მუშაობა.
გავეცანით უამრავ მასალას  ისტორიული  ძეგლის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ. შევისწავლეთ მისი ისტორია დაარსების დღიდან დღევანდელ დღემდე და გამოვკვეთეთ პრობლემა, რომელიც დგას დღესდღეობით ამ უნიკალური  სულიერების კერის წინაშე. პრობლემის წარმოშობა  არცთუ ისე ხანგრძლივ პერიოდს  მოიცავს და იგი უკავშირდება სსრკ-ს რღვევას და დამოუკიდებელ სახელწიფოების ჩამოყალიბებას.გასაოცარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვარი მხოლოდ თურქეთთან აქვს დღესდღეობით დადგენილი. რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან კი  არა. სწორედ ამ პრობლემამ  გამოიწვია კონფლიქტი აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გამო.
   ვფიქრობთ პრობლემა  მხოლოდ მოლაპარაკებებში და სამთავრობო დონის შეხვედრების შედეგად გადაწყდება. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აგრეთვე მოქალაქეთა ინფორმირებულობას ენიჭება, რის გამოც გადავწყვიტეთ ჩვენ ამ პროექტის განხორციელება.

Комментариев нет:

Отправить комментарий